2025 წლის აფრიკის ერთა თასზე ეგვიპტესა და ნიგერიას შორის მესამე ადგილისთვის მატჩი დასრულდა. თამაში სტად მოჰამედ V-ზე (კასაბლანკა, მაროკო) გაიმართა. ნიგერიამ გამარჯვება მატჩისშემდგომ პენალტებში (0:0, 4:2) მოიპოვა.
გუნდებმა ძირითად დროში ვერ გაიტანეს გოლი და ნიგერიელები პენალტების სერიაში უფრო ზუსტი აღმოჩნდნენ. ეგვიპტელთა თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა პენალტების სერიაში ვერ გაიტანა გოლი.
ნახევარფინალში ნიგერიის ეროვნული ნაკრები პენალტების სერიაში მაროკოსთან დამარცხდა (0:0, პენალტებში 2:4). ეგვიპტე კი სენეგალთან 0:1.
2025 წლის აფრიკის ერთა თასი მაროკოში იმართება. თავდაპირველად, შეჯიბრში 24 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. ტურნირი 18 იანვრამდე გაგრძელდება.
კვირას ფინალში ერთმანეთს სენეგალისა და მაროკოს ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.







