სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:04 | 17.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძის საგოლე პასი იტალიის სერია B-ში

იტალიის სერია B-ს მეოცე ტურში „ფროზინონე“ სტუმრად კონკურენტ „მონცას“ დაუზავდა, ხოლო გიორგი კვერნაძე საგოლე პასით გამოირჩა.

ქართველი შემტევის გადაცემის მეოთხე წუთზე ანგარიში ფარეს გედიემისმა გახსნა. შემდეგ „მონცამ“ ორჯერ გაიტანა და დაწინაურდა, 88-ე წუთზე სტუმრებმა უმნიშვნელოვანესი ქულა გადაარჩინეს.

კვერნაძე 66-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში ქართველის აქტივში 18 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, ერთხელ მან იტალიის თასზეც გაიტანა, სხვათა შორის, სწორედ „მონცასთან“.

„ფროზინონე“ 42 ქულით სერია B-ში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 24 იანვარს, „რეჯანას“ უმასპინძლებს.

0.096162