ფეხბურთი

1:40 | 16.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სკუდეტოსთვის ბრძოლას აგრძელებს

იტალიის სერია A-ში მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „მილანმა“ სტუმრად „კომო“ 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.

არადა, მთელი თამაშის განმავლობაში „კომო“ დიდ უპირატესობას ფლობდა. სწრაფადაც დაწინაურდა, მე-10 წუთზე ოლივერ კემპფმა გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ სესკ ფაბრეგასის გუნდმა უამრავი მომენტი შექმნა, მაგრამ „როსონერის“ მეკარემ, მაიკ მენიომ ყველაფერი აიღო - ასაღებიც და აუღებელიც.

სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, „მილანის“ პირველივე ნორმალური კონრტშეტევა გოლით დასრულდა. ადრიენ რაბიომ პენალტი მოიპოვა, რომელიც კრისტოფერ ნკუნკუმ გაიტანა.

მეორე ტაიმიც „კომოს“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ისევ მენიო ბრწყინავდა. 55-ე წუთზე კი რაბიომ მოპოვებულ პენალტს გოლი დაუმატა. შემდეგ „მილანი“ ხარიხამ იხსნა, 88-ე წუთზე რაბიომ დუბლი შეასრულა. „მილანს“ გოლების გარდა, სხვა ოდნავ სახიფათო მომენტიც კი არ ჰქონია, მაგრამ მოიგო. ეს მაიკ მენიოს და ადრიენ რაბიოს დამსახურებაა.

„მილანი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ინტერს“, ხოლო „კომო“ 34 ქულით მეექვსე საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.0942