ფეხბურთი

16:25 | 14.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

დონიელ მალენი კარიერას იტალიაში გააგრძელებს

26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი დონიელ მალენი "ასტონ ვილადან" კარიერას "რომაში" გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია და ნიდერლანდელ ფეხბურთელს რომში დღეს ელოდებიან, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დაიხურება. შეთანხმების საფუძველზე მალენი "რომას" იჯარის წესით შეუერთდება, ხოლო იტალიურ კლუბს ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალებაც ექნება. "ასტონ ვილა" იჯარაში 2 მილიონს მიიღებს, ხოლო თუ "რომა" ფეხბურთელის გამოსყიდვას ეცდება ინგლისელები დამატებით 25 მილიონს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ დონიელ მალენი „ასტონ ვილაში“ 2025 წლის იანვრიდან თამაშობს და 46 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე „დორტმუნდის“ და პსვ ეინდჰოვენის რიგებში გამოდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.094113