ფეხბურთი

23:52 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მაიკლ კერიკი "მანჩესტერის" მწვრთნელია

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი გაწვრთნის. ამჯერად ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კერიკი დათანხმდა კლუბის პირობებს და სეზონის ბოლომდე კონტრაქტი გააფორმა. კერიკის შტაბში სტივ ჰოლანდი, ჯონათან ვუდგეიტი, ჯონი ევანსი და ტრევის ბინიონი იმუშავებენ, ხოლო დარენ ფლეტჩერი 18-წლამდე გუნდში დაბრუნდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ჩემთვის პატივია. ვიცი, რა არის საჭირო აქ წარმატების მისაღწევად. ახლა ჩემი ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რომ დავეხმარო ფეხბურთელებს მიაღწიონ იმ სტანდარტებს, რომლებსაც ამ წარმოუდგენელ კლუბში ველით და რომელთა შექმნაც, როგორც ვიცით, ამ ჯგუფს ნამდვილად შეუძლია. მზად ვართ ყველა გავაერთიანოთ და გულშემატკივრებს ისეთი თამაში შევთავაზოთ, როგორსაც მათი ერთგული მხარდაჭერა იმსახურებს“, - აღნიშნა ინგლისელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერიდან“ რუბენ ამორიმი დაითხოვეს, კლუბს კი სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელის დანიშვნა სურდა, რათა ზაფხულიდან ახალი პროექტი ახალმა მწვრთნელმა დაიწყოს.

მაიკლ კერიკი „მანჩესტერის“ დროებითი მწვრთნელი 2021 წელსაც იყო, ხოლო 2022-2025 წლებში „მიდლსბროში“ მუშაობდა. მას „იუნაიტედის“ მაისურით 2006-2018 წლებში 464 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.161115