ფეხბურთი

11:14 | 13.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ოცნებობს, რომ კლუბს იურგენ კლოპმა უხელმძღვანელოს

Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ოცნებობს, რომ „ლოს ბლანკოსი“ გერმანელმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩაიბაროს.

„რეალის“ პრეზიდენტი გერმანელი მწვრთნელის დარწმუნებას შეეცდება.

კლოპმა ფართო აღიარება დორტმუნდის „ბორუსიის“ მწვრთნელობის დროს მოიპოვა. მანამდე ის „მაინცში“ მუშაობდა, ხოლო 2016 წლიდან 2024 წლამდე - „ლივერპულში“. კლოპმა ინგლისური გუნდი პრემიერლიგის ტიტულამდე მიიყვანა, მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა, შიდა თასები და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი.

ამჟამად კლოპი კომპანია „რედ ბულის“ საფეხბურთო კლუბების კონსულტანტია.

მანამდე, მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა მწვრთნელ ჩაბი ალონსოსთან ურთიერთშეთანხმებით განშორების შესახებ.

0.092249