კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო კარიერას „მილიონარიოსის“ რიგებში გააგრძელებს.
39 წლის თავდამსხმელმა კოლუმბიურ გუნდთან ექვსთვიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
ფალკაოსთვის ეს „მილიონარიოსებთან“ ერთად გამოსვლის პირველი პერიოდი არ არის.
2024/25 წლების სეზონში გამოცდილი ბომბარდირი უკვე იცავდა კლუბის ღირსებას და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 29 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.







