სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:13 | 8.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ლუჩანო სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

ტურინის „იუვენტუსი“ ლუჩანო სპალეტისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპალეტიმ ოქტომბრის მიწურულს ჩაიბარა სეზონის ბოლომდე და ამის შემდეგ გადაწყდებოდა მისი მომავალი, კლუბს უკვე სურს მასთან თანამშრომლობის გაგრძელება.

იმის მიუხედავად, მოხვდება თუ არა „იუვე“ სეზონის ბოლოს ოთხეულში, როგორც ჩანს, სპალეტი „იუვენტუსში“ დარჩება. მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ კონტრაქტის ორი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე.

სპალეტის ხელმძღვანელობით „იუვენტუსმა“ 14 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 9 მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა და ერთხელ დამარცხდა, ბოლო 10 შეხვედრიდან კი 8-ჯერ გაიმარჯვა.

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში პირველი წრის შემდეგ 36 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

0.096178