ფეხბურთი

1:35 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა

აფრიკის თასზე მერვედფინალური ეტაპი დასრულდა, შესაბამისად, ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია.

ბოლო მერვედფინალში კოტ დივუარის ნაკრებმა მოლოდინისამებრ ადვილად აჯობა ბურკინა ფასოს ნაკრებს - 3:0. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც ამად დიალომ და იან დიომანდემ ორჯერ გაიტანეს. მატჩის მიწურულს საბოლოო ანგარიში ბაზუმანა ტურემ დააფიქსირა.

ამრიგად, აფრიკის თასის მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:

მალი - სენეგალი

ეგვიპტე - ნიგერია

მაროკო - კამერუნი

კოტ დივუარი - ალჟირი

0.088929