ფეხბურთი

22:55 | 6.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალჟირის ნაკრები აფრიკის თასის მეოთხედფინალში გავიდა

აფრიკის თასზე მორიგი მეოთხედფინალისტი გაირკვა. ალჟირის ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა.

ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროშიც იდენტური სცენარი იყო, მაგრამ 119-ე წუთზე ადილ ბულბინმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

აფრიკის თასის მეოთხედფინალში მალი - სენეგალს, მაროკო - კამერუნს, ეგვიპტე - ნიგერიას შეხვდება, ხოლო ალჟირს კოტ დივუართან ან ბურკინა ფასოსთან დაპირისპირება მოუწევს.

0.09473