ვინისიუსი კარლო ანჩელოტის მადრიდის „რეალში“ მთავარი გოლეადორი იყო, მაგრამ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით სიტუაცია შეიცვალა.
გარდა იმისა, რომ ბრაზილიელს პრობლემები მწვრთნელთანაც ჰქონდა და გულშემატკივრებთანაც, ის მოედანზე შედეგიანიც აღარ არის.
ვინისიუსმა ბოლოს გოლი მადრიდის „რეალის“ მაისურით ბოლოს 4 ოქტომბერს გაიტანა. მას შემდეგ, მან „სამეფო კლუბის“ რიგებში ზედიზედ 15 მატჩი ისე ჩაატარა, რომ გოლი არ გაუტანია - მხოლოდ 4 საგოლე პასი.
ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ მატჩებსაც თუ გავითვალისწინებთ, ვინისიუსის უგოლო სერია კიდევ უფრო გრძელია - 18-მატჩიანი.
ბრაზილიელმა ბოლოს გოლი ბრაზილიის ნაკრებში გაიტანა, 10 ოქტომბერს, სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრაში, ხოლო კონკრეტულად „რეალში“ 4 ოქტომბერს, ვილიარეალის“ წინააღმდეგ დუბლით გამოირჩა.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე 6 უგოლო მატჩი ჩაატარა (3 საგოლე პასი), ხოლო ლა ლიგაში 19 თამაშში თავი 5 გოლით და ამდენივე ასისტით გამოიჩინა.





