ფეხბურთი

17:06 | 4.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" "ინტერის" ნახევარმცველის შეძენას ცდილობს

სტამბოლის „გალათასარაი“ მილანის „ინტერის“ ნახევარმცველის, დავიდე ფრატეზის შეძენას აპირებს.

26 წლის ფეხბურთელი კრისტიან კივუს გეგმებში არ შედის და „ნერაძური“ მზადაა მას სასურველი შეთავაზების შემთხვევაში შეელიოს. თურქები მზად არიან 35 მილიონი ევრო გადაიხადონ, ეს თანხა კი იტალიელებისთვის მისაღებია.

ფრატეზის „იუვენტუსსაც“ უკავშირებენ, მაგრამ ტურინელებს 35 მილიონის გადახდა არ შეუძლიათ. ამიტომაც, „გალათასარაის“ დიდი უპირატესობა აქვს.

დავიდე ფრატეზიმ 2023 წლიდან „ინტერში“ 104 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მანამდე ის „სასუოლოში“, „ასკოლიში“, „ემპოლისა“ და „მონცაში“ თამაშობდა, ხოლო იტალიის ნაკრებში 33 შეხვედრაში თავი 8 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.16657