ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ „ჟუვენტუტ ბადალონას“ ესტუმრა, რომელთანაც 67:78 დამარცხდა.
გიორგი შერმადინმა 20 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო და სამქულიანი არ უსვრია, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5-ს გაუტოლდა.
„ტენერიფე“ 9 მოგებით და 5 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 იანვარს, „ფორსა ლეიდას“ უმასპინძლებს.
ბექა ბურჯანაძის „გრანადა“ საკუთარ მოედანზე „ბურგოსთან“ უშანსოდ, 90:107 დამარცხდა.
ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 14 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 7 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
„გრანადა“ 1 მოგებით და 13 წაგებით ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 11 იანვარს, „ბარსელონას“ ესტუმრება.







