ფეხბურთი

20:34 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბრენან ჯონსონმა შესაძლოა "ტოტენჰემი" დატოვოს

„კრისტალ პალასი“ აგრძელებს მოლაპარაკებებს „ტოტენჰემის“ ნახევარმცველის, ბრენან ჯონსონის ტრანსფერზე. 24 წლის უელსელი თომას ფრანკის გეგმებში არ შედის, რაც იანვარში მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციებს იწვევს.

„არწივები“ იმედოვნებენ, რომ გარიგებას სწრაფად დაასრულებენ. „კრისტალ პალასი“ მზადაა „ტოტენჰემს“ დაახლოებით 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზოს. თავად ჯონსონი უკმაყოფილოა „ტოტენჰემში“ სათამაშო დროის სიმცირით, თუმცა კლუბის სრულად დატოვებას არ ჩქარობს.

მიმდინარე სეზონში უელსელმა ყველა ტურნირზე 21 მატჩში ოთხი გოლის გატანა მოახერხა. გასულ სეზონში ჯონსონი "ტოტენჰემის" გმირი იყო, რადგან ევროპა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან" გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.093721