ფეხბურთი

18:20 | 27.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "ნამდვილი ათლეტი არასდროს ვყოფილვარ"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა მარსელომ ერთ-ერთ ინტერვიუს დროს საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის ნამდვილი ათლეტი არასდროს არ ყოფილა და ფეხბურთელობის დროს სპორტდარბაზში არასდროს უვლია.

"რამდენიმე დღის უკან ჩემს ოჯახთან ერთად ძველ ვიდეოებს ვუყურებდი, რა დროსაც ჩემმა შვილმა მკითხა: "მამა სულ ასეთი მსუქანი იყავი" - მე კი ვუპასუხე, რომ კი. ასე იყო ნამდვილად, კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი კუნთები არასდროს მქონია, ყოველთვის ასეთი სხეული მქონდა. რონალდუს მსგავსად დიეტებით თავს არასდროს ვიკლავდი და სპორტდარბაზში არ მივლია. ნამდვილი ათლეტი არასოდეს ვყოფილვარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარჯიშზე მისვლას ვაგვიანებდი ან სატანადოდ არ ვემზადებოდი, უბრალოდ ვცდილობდი ცხოვრებით დავმტკბარიყავი", - განაცხადა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო მადრიდის "რეალში" 2007-2020 წლებში თამაშობდა და "სამეფო კლუბთა" ერთად ჩემპიონთა ლიგა ექვსჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.172122