მადრიდის „რეალის“ ავსტრიელი მცველი დავიდ ალაბა კლუბს ამ სეზონის ბოლოს დატოვებს - წერს ESPN-ის ჟურნალისტი როდრა.
წყაროს ცნობით, „რეალი“ 33 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გახანგრძლივებას არ შესთავაზებს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება.
ალაბა „რეალში 2021 წლიდან თამაშობს. მცველმა 2025/26 წლების სეზონში მან ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სულ კი კლუბის მაისურით 120 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა.






