ესპანეთის საკალათბურთო მეორე დივიზიონის მე-13 ტურში გიორგი კორსანტიას „გიპუზკოამ“ სტუმრად „ოურენსე“ 89:77 დაამარცხა.
კორსანტიამ 16 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„გიპუზკოა“ 6 მოგებით და 6 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 28 დეკემბერს, „ესტელას“ უმასპინძლებს.









