გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ლაიფციგმა“ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.
ქსავერ შლაგერმა მასპინძელი გუნდი 35-ე წუთზე დააწინაურა. მარტინ ტერიემ ანგარიში მე-40 წუთზე გაათანაბრა, ხოლო პატრიკ შიკმა სტუმართა მეორე გოლი 44-ე წუთზე გაიტანა. მონტრელ კალბრიტმა კი 90+8 წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:3
ამ თამაშის შემდეგ, „ლაიფციგი“ გერმანიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 29 ქულით მეოთხე ადგილზეა. „ლევერკუზენი“ ამდენივე ქულით მესამეზე.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-15 ტური. 20 დეკემბერი: შტუტგარტი - ჰოფენჰაიმი 0:0, კიოლნი - უნიონ ბერლინი 0:1, ჰამბურგი -აინტრახტი 1:1, ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 3:4 , აუგსბურგი - ვერდერი 0:0, ლაიფციგი - ლევერკუზენი 1:3






