ფეხბურთი

22:24 | 20.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგუ სილვა კარიერას „პორტუში“ გააგრძელებს

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ცნობით, „პორტუმ“ 41 წლის ტიაგუ სილვასთან კონტრაქტი გააფორმა.

კლუბი ვეტერან მცველთან კონტრაქტს 2026 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმებს, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

სილვა კარიერის დასაწყისში, 2005 წლის იანვრიდან ივლისამდე, „პორტუში“ თამაშობდა.

ტიაგუ ასევე ირჯებოდა „ჟუვენტუდეში,“ „მილანში,“ პსჟ-სა და „ჩელსიში.“ მისი ბოლო კლუბი იყო ბრაზილიური კლუბი „ფლუმინენსე“ გახლდათ. 2025 წლის 18 დეკემბერს მან კლუბთან კონტრაქტი შეწყვიტა ევროპულ ფეხბურთში დაბრუნების სურვილის გამო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096936