დღეს, 20 დეკემბერს, გერმანიის ბუნცდესლიგაში 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ „ფრანკფურტის „აინტრახტთან“ ფრედ - 1:1 თამაშა. ქართველი მინდორზე შეცვლაზე 87-ე წუთზე შევიდა. ახლა „ჰამბურგს“ 16 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ვოლფსბურგში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა „ვოლფსბურგმა“ „ფრაიბურგს“ უმასპინლა და 3:4 დამარცხდა. მასპინძელთაგან ჯენან პეიჩინოვიჩმა ჰეთ-თრიქი მიითვალა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ამჟამად ბუნდესლიგის ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“ ერთპიროვნულად ლიდერობს 28 ქულით და კვირას „ჰაიდენჰაიმს“ შეხვდება სტუმრად. მეორე ადგილზე დორტმუნდის „ბორუსიაა“ 32 ქულით, მესამეზე კი 29-ქულიანი „ლაიფციგი,“ რომელიც დღეს გვიან მატჩში ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლებს.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-15 ტური. 20 დეკემბერი: შტუტგარტი - ჰოფენჰაიმი 0:0, კიოლნი - უნიონ ბერლინი 0:1, ჰამბურგი -აინტრახტი 1:1, ვოლფსბურგი - ფრაიბურგი 3:4 , აუგსბურგი - ვერდერი 0:0, ლაიპციგი - ლევერკუზენი მოგვიანებით გაიმართება






