საქართველოს ეროვნული ნკარებისა და დონეცკის "შახტარის" მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა უკრაინული კლუბის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა sport.ua იტყობინება.
წყაროს ცნობით, აზაროვი მისი სათამაშო დროით უკმაყოფილოა და ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის შეცვლა სურს. ამავე გამოცემის ინფორმაციით "შახტარმა" ქართველი ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძიების პროცესი უკვე დაიწყო და ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ჯერ ჯერობით უცნობია ირაკლი კლუბს იჯარის წესით დატოვებს, თუ "შახტარი" მას საბოლოოდ შეელევა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვი "შახტარის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. აზაროვმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.









