იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში „ნაპოლიმ“ „მილანი“ დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ანტონიო კონტეს გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს დავიდ ნერეშის გოლით დაწინაურდა, ხოლო 63-ე წუთზე რასმუს ჰოილუნმა მეორედ დაამწუხრა მეტოქე. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა - 2:0.
„ნაპოლი“ ფინალშია და ერთი ნაბიჯი აშორებს ტიტულამდე, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა 19 დეკემბერს, „ინტერისა“ და „ბოლონიას“ შეხვედრაში გაირკვევა.






