ფეხბურთი

2:03 | 18.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" "ტალავერა" მბაპეს დუბლით დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში მადრიდის "რეალი" სტუმრად ქვედა ლიგის ბინადარ "ტალავერას" ესტუმრა, რომელიც 3:2 დაამარცხა.

"სამეფო კლუბის" რიგებში საუკეთესო ისევ კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა, ერთიც მასპინძლებმა საკუთარ კარში გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ "ტალავერამ" მადრიდელებს ორი გოლი მაინც გაუტანა და ადვილად არაფერი დაუთმო.

"რეალი" ესპანეთის თასის მერვედფინალში მეტოქის ვინაობას მოგვიანებით, წილისყრით შეიტყობს.

თეგებირეალი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094186