ფეხბურთი

1:07 | 17.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნს" ჯამალ მუსიალა დაუბრუნდა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო.

ინფორმაცია გერმანული კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა. მუსიალა „რეკორდმაისტერს“ 164-დღიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა. ჯამალმა დაზიანება 5 ივლისს, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პსჟ-სთან შეხვედრაში მიიღო, როცა ჯანლუიჯი დონარუმას შეეჯახა.

ჯერჯერობით, უცნობია, სათამაშოდ როდის იქნება მზად ბავარიელთა ათიანი, მაგრამ არც აქამდე უნდა იყოს შორს.

აღსანიშნავია, რომ ჯამალ მუსიალა შესანიშნავად შეცვალა 17 წლის ლენარტ კარლმა, ასე რომ, „ბაიერნის“ მწვრთნელის, ვენსან კომპანის განკარგულებაში ერთ პოზიციაზე ორი შესანიშნავი ფეხბურთელი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.166533