პსჟ-ს გარემარბმა უსმან დემბელემ ფიფას 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების შემდეგ საფეხბურთო საზოგადოებას მიმართა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს. შრომა ფასდება. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, პსჟ-ს, რომელთანაც ფანტასტიკური წელი გავატარე. მადლობა, ჯანი ინფანტინო, შენი შეტყობინება დაბადების დღეზე მივიღე. ვიმედოვნებ, გაისადაც აქ დავბრუნდები“, - ციტირებს დემბელეს სიტყვებს RMC Sport.
გასულ სეზონში, „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად, მან მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა. ასევე მიაღწია საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ფრანგულ კლუბთან ერთად. დემბელემ ასევე მოიგო 2025 წლის „ოქროს ბურთი.“









