საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედრაციის ორგანიზებით ქალაქ გორში გაიმართა ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თემურ ხუბულური, ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორები და ქართული ჭიდაობის გულშემატკივრები.
2025 წლის აბსოლუტური ფალავანი გიორგი ჩაგელიშვილი გახდა. საბა ინანეიშვილი ვიცე-ჩემპიონი , ბრინჯაოს მედალი კი ნიკა სიდამონიძემ მოიპოვა.
გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ 80, 90 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში.
80 კგ წონითი კატეგორიის ოქროს მედალს დავით გოდერძიშვილი დაეუფლა, ვერცხლის მედალი კობა აკოფაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორი კი ერეკლე ოძელაშვილი გახდა.
90 კგ წონითი კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი სოსო ებილაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი ვაჟა ავაზნელმა დაისაკუთრა, ბაქარ ერაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
+ 100 კგ წონითი კატეგორიის ჩემპიონობა საბა ინანეიშვილმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონობა გიორგი ბადუაშვილს ერგო, ბრინჯაოს მედალი კი უჩა ტაბატაძემ მოიპოვა.
GEONOC.ORG.GE









