რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის პლეიაუტის მატჩი, სადაც "ოდიში 1919"-მა საკუთარ მოედანზე "იბერია 2-ი" 2:1 დაამარცხა და ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა.
მასპინძლები 60-ე წუთზე აიატულე აკონდომ დააწინაურა, ხოლო ორამდე სხვაობა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ოთარ კვერნაძემ გაზარდა. "იბერიას" ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, თავი 90+5-ზე დადიანმა გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ "ოდიშმა" მესამე ლიგა 64 ქულით მესამე ადგილზე დაასრულეს, რითაც პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.






