ფეხბურთი

17:59 | 14.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" "სასუოლოსთან" ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში „მილანმა“ „სასუოლოს“ უმასპინძლა, რომელსაც ვერ აჯობა და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. „სასუოლო“ ისმაილ კონეს გოლით სწრაფად დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა 34-ე წუთზე დავიდე ბარტეზაგის გოლით უპასუხეს და ტაიმი ასე დასრულდა.

მეორე ნახევრის დასაწყისში „როსონერი“ დაწინაურდა, გოლი ისევ 19 წლის მარცხენა მცველმა გაიტანა, რომელმაც არა მარტო პირველი დუბლი შეასრულა, არამედ „მილანში“ პირველი გოლებიც გაიტანა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, რადგან 77-ე წუთზე არმან ლორიენტემ წონასწორობა აღადგინა და მატჩი 2:2 დასრულდა.

„მილანი“ 32 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში „ვერონას“ უმასპინძლებს, ხოლო „სასუოლოს“ 21 ქულით მეცხრე ადგილი უკავია.

„მილანი“ – „სასუოლო“ 2:2 (1:1)

გოლები: 0:1 კონე (13), 1:1 ბარტეზაგი (34), 2:1 ბარტეზაგი (47), 2:2 ლორიენტე (77)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081821