სტამბოლის „ბეშიქთაში“ საქართველოს ნაკრებისა და „სენტ ეტიენის“ ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის გადაბირებას იანვარში აპირებს.
როგორც ფრანგული გამოცემა Foot Mercato წერს, თურქების მხრიდან ინტერესი სერიოზულია და თუ „სენტ ეტიენი“ სასურველ ფინანსურ შეთავაზებას მიიღებს, ტრანსფერს დათანმხდება.
დავითაშვილს „მწვანეებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება და გუნდის ლიდერია, მაგრამ ფრანგული კლუბი დაახლოებით 10 მილიონი ევროს შემთხვევაში, სავარაუდოდ, მას შეელევა.
ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 8 გოლი მიითვალა და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ქართველი შემტევი 8 გოლით ბომბარდითა დავის ლიდერია კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად.
„ბეშიქთაშის“ ინტერესის სფეროში ზურიკო ზაფხულშიც იყო, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა. სამაგიეროდ, ახლა დიდი შანსია, რომ გარიგება წარმატებით დასრულდეს.






