ფეხბურთი

20:31 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოჩოლეიშვილის 45 წუთი, ზივზივაძემ ისევ ვერ ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრა და 1:4 დამარცხდა, რითაც ორმატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა.

ქართველი მცველი დაუბრუნდა ძირითად შემადგენლობას, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი აქვს ჩატარებული, 3-ჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.

„ჰამბურგი“ 15 ქულით მე-14 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, „აინტრახტს“ შინ დაუპირისპირდება.

ორმატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმსაც“, რომელიც სტუმრად უშუალო კონკურენტ „ზანკტ პაულისთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ისევ ტრავმირებულია და ზედიზედ მესამე მატჩი გაუცდა.

„ჰაიდენჰაიმი“ 11 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 დეკემბერს, „ბაიერნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163601