ფეხბურთი

19:04 | 13.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში ცუდი სერია შეწყვიტა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

დიეგო სიმეონეს გუნდი მატჩის დასაწყისში კოკეს გოლით დაწინაურდა და ტაიმიც ასე მოიგო. 63-ე წუთზე სტუმრებმა ლუკას ბელტრანის გოლით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ქულა მაინც ვერ მოიპოვეს, რადგან 10 წუთშინ ანტუან გრიზმანმა „როხიბლანკოს“ მოაგებინა.

„ატლეტიკომ“ ლა ლიგაში ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, 34 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „ჟირონას“ ესტუმრება. „ვალენსიას“ ისევ დასარჩენად ბრძოლა უწევს, 15 ქულით მე-16 პოზიციაზეა და 19 დეკემბერს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089285