ფეხბურთი

11:50 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილო მუდრიკი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის "ჩელსის" უკრაინელი ფეხბურთელის მიხაილო მუდრიკის ირგვლივ კიდევ ცუდი ამბების სერია არ მთავრდება, ამჯერად ფეხბურთელი მორიგ სკანდალში გაეხვა.

ბოლო პერიოდში მუდრიკი ლონდონში უბერის ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ის რამდენიმე დღის უკან პოლიციამ გააჩერა და გაირკვა, რომ მას მართვის მოწმობა არ ჰქონდა. ამის გამო უკრაინელ ფეხბურთელს სასამართლომ ფულადი ჯარიმა და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის შესრულება დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ მუდრიკი გასულ წელს დოპინგ სკანდალში გაეხვა, რის გამოც მას ფეხბურთის თამაში 2028 წლამდე აქვს აკრძალული. იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი შეძლებს თავისი უდანაშაულობის დამტკიცებას, დისკვალიფიკაცია, შესაძლოა, 2 წლამდე შეამცირონ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089762