ფეხბურთი

10:46 | 12.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა მათ გაიტანეს, ჩვენ ვერა"

ევროპა ლიგის მეექვსე ტურში გრაცის „შტურმმა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "შტურმის" ქართველმა ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, სადაც მატჩი შეაფასა.

"გოლის გატანის შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მათ გაიტანეს, ჩვენ ვერა. ჩვენს მიერ გაწეული სამუშაო საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოოდ შედეგიც სახეზეა. არ ვიცი იქნება თუ არა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი 10 ქულა, მაგრამ დარჩენილ შეხვედრებში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავიღოთ და რაც შეიძლება მეტი ქულა დავაგროვოთ.

1:0 რომ მოგვეგო, ვიტყოდით, რომ კარგი თამაში იყო. მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ძნელია იმის თქმა, თუ რა გვაკლია, ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ რაღაც გვაკლია და ჩვენი თამაშით კმაყოფილები არ ვართ. საქმე გამართლებას არ ეხება, მე არ მჯერა იღბლის, განსაკუთრებით, ასეთ თამაშებში. სულ უფრო და უფრო მეტ თამაშს ვაგებთ და სიტუაცია არ უმჯობესედება, პირიქით, უფრო და უფრო უარესდება", - განაცხადა კიტეიშვილმა.


ოთარ კიტეიშვილმა "ცვერნა ზვეზდას" წინააღმდეგ მატჩი შეუცვლელად ითამაშა. ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 23 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და ორჯერ საგოლე პასი გააკეთა, კონკრეტულად ევროპა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა.

„შტურმი“ ევროპა ლიგაზე ექვსი ტურის შემდეგ 4 ქულით 28-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 22 იანვარს, „ფეიენოორდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098943