ფეხბურთი

23:17 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნგოლო კანტე შესაძლოა ლიგა 1-ში დაბრუნდეს

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ნგოლო კანტე შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს.

ნიკოლო სკირას ცნობით, კანტეს მიმართ ინტერესს „პარიზი“ იჩენს. აღსანიშნავია, რომ ფრანგს „ალ იტიჰადთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.

ნგოლო კანტე „ალ-იტიჰადში“ 2023 წლიდან თამაშობს და 97 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთში „ბულონისა“ და „კაენის“ ღირსება დაუცავს, თუმცა სამშობლო 2015 წელს დატოვა, საიდანაც ჯერ „ლესტეში“ იყო, ხოლო შემდეგ კარიერის უმეტესი ნაწილი „ჩელსიში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098219