ფეხბურთი

20:00 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: "ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ რომ ვიყოთ, 0:6-ს წავაგებდით და არ ვიბრძოლებდით"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიბო კურტუამ განაცხადა, რომ ფეხბურთელები ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ არ არიან.

როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ასე რომ იყოს, „მანჩესტერ სიტისთან“ 0:6-ს წააგებდნენ და ბოლო წუთამდე არ იბრძოლებდნენ:

„მანჩესტერ სიტისთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით. თანაბარი თამაში იყო, ორივე გუნდს უამრავი შანსი ჰქონდა. პირველი გოლი ნაწილობრივ ჩემი ბრალია. პენალტი მალევე დაარტყეს და უკვე 1:2-ს ვაგებდით. მეორე ტაიმში თამაშზე კონტროლი ავიღეთ, მაგრამ ასეთი დინამიკა გვაქვს... ბურთი უბრალოდ კარში არ შედის. გუნდი მწვრთნელის მხარესაა? ვფიქრობ, რომ ასეა, ეს დადასტურდა. ვფიქრობ, ვინმე, რომ ჩაბი ალონსოს წინააღმდეგი იყოს, მატჩს 0:6 წავაგებდით. ყველა ბოლო წამამდე იბრძოდა და მოედანზე ყველაფერი გავაკეთეთ. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ფიზიკურად თავიანთ ლიმიტზე იყვნენ და ყველანი ერთ ნავში ვართ.

მწვრთნელი მშვიდადაა, ის ფიქრობს, თუ როგორ გააუმჯობესოს გუნდი და ჩვენი თამაში. „რეალში“ ვართ და ზეწოლა არსებობს, მაგრამ არ ვაქცევთ ყურადღებას, რასაც მედიაში ამბობენ. ნორმალურია ცუდი სერიის დროს საუბარი, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ მკვდარი გუნდი არ ვართ. შაბათისგან განსხვავებული სურათი იყო“, - თქვა კურტუამ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168297