ფეხბურთი

18:40 | 11.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფინურ კლუბის სტადიონი არასრულწლოვნებმა დაწვეს

ცნობილი ფინური კლუბის „ჰაკას“ სტადიონი დაწვეს. ინციდენტის პირები დაკავებულია.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, სამი არასრულწლოვანი დააკავეს - ისინი 15 წელს არ აღემატებიან. ერთ-ერთმა მათგანმა სტადიონზე ცეცხლის წაკიდების ფაქტი აღიარა. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა დამნაშავეებს არენის დაწვის განზრახვა თუ სიტუაცია ვეღარ გააკონტოლეს.

„ჰაკამ“ სპეციალური ანგარიში გახსნა, რათა სტადიონის სარემონტოდ თანხა შეაგროვოს. კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს - მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილზე გავიდა და უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა.

აქვე გეტყვით, რომ „ჰაკას“ ფინეთის ჩემპიონატი ცხრაჯერ, ხოლო თასი 12-ჯერ აქვს მოგებული.

თეგებიჰაკა
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091878