NBA-ს თასის მეოთხედფინალში "ტორონტო რეპტორსი" საკუთარ მოედანზე "ნიუ იორკ ნიქსსთან" 101:117 დამარცხდა და თასის გათამაშებას გამოეთიშა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 15 წუთი ითამაშა და ხსენებულ დროში ქართველის მონაგარი 2 ქულა, 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. მამუკელაშვილმა სამი სამქულიანი ესროლა და მისი სამივე მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.
"ნიუ იორკ ნიქსი" თასის ნახევარფინალში გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდება, ხოლო რაც შეეხება "ტორონტოს", მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.









