ფეხბურთი

17:43 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "ყველანი ერთ ნავში ვართ, სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ყველანი ერთ ნავში არიან:

“მზად ვართ შევხვდეთ იმას, რაც გველოდება. ყველას სჯერა, რომ ხვალ შეგვიძლია გამარჯვება. უნდა ვითამაშოთ ტემპში და ინტენსივობით. ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ყველანი ერთ ნავში ვართ. როგორც „რეალის“ მწვრთნელი, მზად ხართ ნებისმიერი სიტუაციისთვის. ამჟამად ფოკუსირებული ვარ მოედანზე, ხვალინდელ მატჩზე, ეს არის ის, რისი კონტროლიც შემიძლია“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და „მანჩესტერ სიტის“ 10 დეკემბერს, 23:55 საათზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096106