ფეხბურთი

0:18 | 9.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ივარჯიშა

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდი“ „შეფილდ უენსდეის“ უმასპინძლებს და გიორგი ჩაკვეტაძე სავარაუდოდ, ითამაშებს.

ქართველი ნახევარმცველი ბოლო ტურში ტრავმის გამო შეცვალეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დაზიანება სერიოზული არ გამოდგა. გიორგიმ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა.

ჩაკვეტაძემ დაზიანება ბოლო შეხვედრაში მეკარესთან შეჯახებისას მიიღო, იყო საშიშროება, რომ ტრავმა სერიოზული იქნებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ მაისურით სამი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088371