ფეხბურთი

13:30 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

39 წლის ჰალკის უძლიერესი დარტყმა და გოლი საჯარიმო დარტყმიდან

ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ატლეტიკო მინეირომ" საკუთარ მოედანზე "ვასკო და გამას" უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

საინტერესო ამ შეხვედრაში ის იყო, რომ 39 წლის ჰალკმა უძლიერესი დარტყმით ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც შესაძლოა პუშკაშის პრიზის მომგები გახდეს. ბრაზილიელმა 32 წუთზე საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა და ამასთან ერთად ეს დაახლოებით 35 მეტრიდან მოახერხა.

"ატლეტიკო მინეირომ" სეზონი 48 ქულით მე-11 ადგილზე დაასრულა, ხოლო ჰალკმა 33 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.221667