ფეხბურთი

12:20 | 8.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათთვის მხოლოდ მადლობის თქმა შემიძლია"

„ნაპოლის“ მთავარმა ანტონიო კონტემ „იუვენტუსთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავისი ფეხბურთელები შეაქო, რომლებსაც მადლობა გადაუხადა.

„ვულოცავ ფეხბურთელებს: მხოლოდ მადლობის, მადლობის და მადლობის თქმა შემიძლია იმისთვის, რასაც აკეთებენ. ეს წარმოუდგენელი და საოცარია. ისინი ძალიან გაიზარდნენ და ეს სიამაყით მავსებს, მიუხედავად იმ რთული პერიოდისა, რომელსაც ამდენი ტრავმის გამო ვაწყდებით. თუმცა, ზედიზედ მეხუთე თამაში მოვიგეთ ამ ვითარებაში, იქნებ, ასე უკეთესი იყოს (იღიმის - რედ).

ტრავმირებული ფეხბურთელებიდან ჯერ არცერთი დაბრუნებულა. ვცდილობთ, მაღალი პრესინგის თამაშს, რომ მეტოქე ჩვენს ნახევარზე ბევრჯერ ვერ გადმოვიდეს. „იუვენტუსმა“ კარისკენ სულ ორჯერ დაარტყა“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 14 ტურის შემდეგ 31 ქულით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092799