ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში მადრიდის „რეალმა“ „სელტას“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
ჩაბი ალონსოს მიმართ შეკითხვები ისედაც არსებობს, ახლა კრიტიკა უფრო იმატებს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სელტამ“ მეორე ტაიმში „რეალს“ ორი გოლი გაუტანა, ორივე ვილიოტ სვედბერგმა - 0:2. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულეს.
„რეალმა“ ლა ლიგის ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 6 ქულა მოიპოვა და ხუთი ტურის წინ „ბარსელონას“ 5 ქულით თუ უსწრებდა, ახლა 4 ქულით ჩამორჩება. პოტენციურად, ჩაბი ალონსოს გუნდი მესამე ადგილზეა, რადგან „ვილიარეალს“ ქულით უსწრებს, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.
მომდევნო ტურში „რეალი“ „ალავესს“ ესტუმრება. „სელტა“ 19 ქულით მე-10 ადგილზეა.






