იტალიის სერია A-ს მე-14 ტურის ცენტრალურ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ნახევარდაცვაში არსებული პრობლემების მიუხედავად, გაიმარჯვა.
„ნაპოლის“ კრიზისის ნიშნები ჰქონდა, მაგრამ ანტონიო კონტემ გუნდი შეცვალა, ისევ დააბრუნა ძველ გზაზე და საკვანძო თამაშიც მოიგო. ნეაპოლში კი ლუჩანო სპალეტი მტრის ბანაკით დაბრუნდა, მაგრამ ხელმოცარული დარჩა.
მატჩის გმირი დანიელი ფორვარდი რასმუს ჰოილუნი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. სკანდინავიელმა ფეხბურთელმა ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა და ტაიმი ასე დასრულდა. მეორე ტაიმი „იუვენტუსმა“ უკეთ დაიწყო და ანგარიშიც გაათანაბრა, წონასწორობა ქენან ილდიზმა აღადგინა.
თუმცა, შემდეგ სპალეტიმ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა დაიწყო, ილდიზიც შეცვალა და ფრანსისკო კონსეისაოც, რისთვისაც სამ წუთში დაისაჯა: გამარჯვების გოლი ისევ ჰოილუნმა გაიტანა - 2:1.
„ნაპოლი“ სერია A-ს 31 ქულით ლიდერობს, „იუვენტუსი“ მეშვიდე ადგილზეა, ლიდერთან 8-ქულიანი ჩამორჩენით, მაგრამ „იუვეს“ საჩემპიონო ამბიციები ნამდვილად არ აქვს, ოთხეულში მოხვედრაც მაგრად, მაგრად გაუჭირდება.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ „იუვენტუსთან“ ნეაპოლში ჩატარებული ბოლო 7 მატჩიდან შვიდივე მოიგო.
„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ჰოილუნი (7), 1:1 ილდიზი (59), 2:1 ჰოილუნი (78)






