ფეხბურთი

23:03 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისის" წაუგებელი სერია გრძელდება

კვიპროსის ჩეპიონატის მე-13 ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ „აპოლონს“ ესტუმრა და წაუგებელი სერია გააგრძელა.

ფამაგუსტელებს 4 ოქტომბრის შემდეგ არ წაუგიათ: ყველა ტურნირზე 3 მოგება და 4 ფრე, ხოლო კონკრეტულად ჩემპიონატში 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ - 2 გამარჯვება, 4 ფრე.

მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა: "ორივე გუნდმა ის მიიღო, რაც დაიმსახურა. კარგი თამაში იყო, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე „აპოლონის“ მხრიდანაც იყო შანსები. ჩვენთვის ყველა ქულა ოქროა. შედეგით კმაყოფილები ვართ. ორ მნიშვნელოვან თამაშს ვთამაშობთ, ომონია არადიპუს და ოლიმპიაკოსის წინააღმდეგ, გვინდა მათი მოგება, სამი ქულის მოპოვება სახიფათო ზონიდან დასაშორებლად. მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის და გვინდა, რომ ისინი ჩვენთან იყვნენ, რათა გამოვიდეთ იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც ვართ. ვიცით სად ვართ, მნიშვნელოვანია, რომ გუნდი ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობდეს, ვაჩვენეთ, რომ პოტენციალი გვაქვს. მნიშვნელოვანი მატჩები მოდის და გვინდა შემდეგი ორი თამაშის მოგება. ეს ჩვენთვის შანსია".

„აპოლონთან“ „ანორთოსისის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. შედეგად, თემურ ქეცბაიას გუნდი 13 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 13 დეკემბერს, „ომონია არადიპუს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091387