ორი ტურის წინ „რომა“ სერია A-ს ლიდერობდა, მაგრამ ბოლო ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა.
ჯან პიერო გასპერინის გუნდი მე-14 ტურში სარდინიაზე „კალიარის“ ესტუმრა და ისევ წააგო. 52-ე წუთზე ზეკი ჩელიკის გაძევების გამო სტუმრები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ, ხოლო ნახევარ საათში ჯანლუკა გაეტანომ „კალიარის“ მნიშვნელოვანი თამაში მოაგებინა - 1:0.
„რომა“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 14 ტურში მოპოვებული 27 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „კომოს“ უმასპინძლებს.






