გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში „ჰამბურგმა“ ბრემენის „ვერდერს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
პირველი ტაიმი „ბრემენელმა მუსიკოსებმა“ მოიგეს, მეორე ნახევარში მასპინძლებმა ორჯერ გაიტანეს და დაწინაურდნენ (2:1), რასაც „ვერდერმა“ 78-ე წუთზე გამათანაბრებელი გოლით უპასუხა. თუმცა, „ჰამბურგმა“ ექვს წუთში იუსუფ პოულსენის გოლით თამაში მაინც მოიგო.
გიორგი გოჩოლეიშვილმა 82-ე წუთიდან ითამაშა. ბოლო დროს, ბუნდესლიგის მატჩებში ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. გოჩოლეიშვილს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სამჯერ გერმანიის თასზე ითამაშა.
„ჰამბურგმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო, 15 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება.






