კალათბურთი

20:26 | 7.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 4 ქულა "რეალთან", "ტენერიფე" დამარცხდა

ესპანეთის ლიგა ენდესას მეცხრე ტურში „ტენერიფემ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში 70:71 დამარცხდა.

გიორგი შერმადინმა არასრულ 19 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 აღმოჩნდა.

„ტენერიფე“ 6 მოგებით და 3 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 13 დეკემბერს, „ბრეოგანს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.100664