ფეხბურთი

10:26 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: "იმედი მაქვს, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნება"

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრას დაესწრო, რის შემდგომაც კომენტარი გააკეთა.

მან იმედი გამოთქვა, რომ იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

„იტალიამ არ უნდა გაუცრუოს იმედები თანამემამულეებს. იმედი მაქვს, იტალიის ეროვნული ნაკრები იქ იქნება, რადგან უამრავი თანამემამულე ცხოვრობს, სუნთქავს და სურს, რომ იტალიამ წამყვანი როლი ითამაშოს მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩემი სურვილია, რომ იტალია იქ იყოს, რათა არ გავუცრუოთ იმედები ყველა იმ ადამიანს, ვისაც იტალიის ნაკრები უყვარს და მუნდიალზე მის დაბრუნებას ელოდება.

ამერიკაში (მსოფლიოს ჩემპიონატიდან - რედ) ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონებები მაქვს, ფინალური მატჩის გარდა, სადაც ნეგატიური გაგებით მტავარი გმირი ვიყავი. ჩემთვის ეს იყო რაღაც მშვენიერი, უნიკალური და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. იმედი მაქვს, იტალიელი ფეხბურთელები განიციდიან იგივე ვნებას, რაც ჩვენ გვქონდა და უნდა იცოდნენ, რომ ამას უკან ვეღარ დაბარუნებენ. ყველამ მაქსიმუმი უნდა გაიღოს, რათა სინანული თავიდან ავიციილოთ.

48-გუნდიანი ფორმატი? ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა. შესანიშნავია, რომ ბევრი ახალი ნაკრები იქნება, რომლებსაც ასეთ ტურნირში მონაწილეობა შეეძლებათ“, - თქვა ბაჯომ.

იტალია მუნდიალზე რომ მოხვდეს, მარტში ჯერ ჩრდილოეთ ირლანდია უნდა დაამარცხოს, ხოლო შემდეგ უელსი ან ჩრდილოეთ ირლანდია, რის შედეგადაც ჯგუფში შვეიცარიას, კანადას და კატარს შეხვდება. თუ პლეი-ოფს ვერ დაძლევს, მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მესამედ გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097596