კალათბურთი

1:12 | 6.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 15 ქულა და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაში

ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ესტუმრა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 89:79 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შენგელიამ არასრულ 33 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა.

მოედანზე საუკეთესო ვილ კლაიბერნი იყო, რომელიც „ბარსელონას“ 22 ქულით და 5 მოხსნით დაეხმარა.

„ბარსელონა“ 9 მოგებით და 5 წაგებით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 12 დეკემბერს, „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159911