NBA-ს ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" საკუთარ მოედანზე "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 120:123 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობიდან დაიწყო და პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო 36:38 წუთი გაატარა. ქართველმა ხსენებულ დროში 13 ქულას, 8 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემას, 2 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. მიუხედავად "რეპტორსის" მარცხისა უნდა ითქვას, რომ მამუკელაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა და სხვადასხვა სტატისტიკური საიტების მიხედვით 6.9 შეფასებაც დაიმსახურა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მატჩის ბედი პირველ ტაიმმა გადაწყვიტა, სადაც უკეთ "ლეიკერსის" კალათბურთელებმა ითამაშეს. სტუმრებმა პირველი მეოთხედი 31:26, ხოლო მეორე მეოთხედი 36:32 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმი "ტორონტომ" კარგად დაიწყო და მესამე მეოთხედი მოიგო კიდეც, თუმცა მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში 120:123 დამარცხდა მიმდინარე სეზონში მერვე მარცხი იწვნია.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო რეპტორსი" 15 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კომფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო მატჩს 6 დეკემბერს გამართავს და საკუთარ მოედანზე "შარლოტ ჰორნეტსს" დაუხვდება.







